მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას – ბადრი ჯაფარიძე მანდატის გაუქმების საკითხზე

მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას – ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა,  ბადრი ჯაფარიძემ მანდატის გაუქმების საკითხის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

„ისტორია მეორდება. 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა როგორც ჩანს მათ განზრახული არ ქონდათ. ეს არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის. ეს მიმდინარეობს სამ წელზე მეტია, ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამი დეპუტატის მანდატის გაუქმების საკითხზე.