თუ ,,ოცნება” 3 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მათი ჩანაცვლება სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით უნდა მოხდეს – ენმ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, თუ ,,ქართული ოცნება” 3 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მათი ჩანაცვლება სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,ამ მანდატის ჩამორთმევა დიახ ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, გავაგრძელებთ მუშაობას.

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს მინიჭებული მანდატი, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი 3 ოპოზიციონერ დეპუტატს, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს უფლებამოსილებას შეუწყვეტს.