ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი სპორტული სანქციიდან, რომელიც ბოლო დღეებში გამოცხადდა.

რუსეთის პრეზიდენტი ძიუდოს შავი ქამრის მფლობელია.