“რუსეთს აღარ შეუძლია განაგრძოს აქტიური საომარი მოქმედებები… დარჩათ ერთი, ან ორი მცდელობა” – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის წინადადება მოლაპარაკებებზე ნიშნავს იმას, რომ მათ შეტევის გაგრძელების მცირე რესურსი დარჩათ.

 

“ის, რომ რუსული დელეგაცია ბელარუსში, გომელში ჩავიდა, როგორც რუსული მედია იტყობინება, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით, სამხედრო თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – მათ დაკარგეს ინიციატივა და არ შეუძლიათ ამ დროისთვის განაგრძონ აქტიური საომარი მოქმედებები. მათ დარჩათ მხოლოდ ერთი ან ორი მცდელობა. უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ მათი პირველი სამი დღის გეგმები ჩაშალა. უკრაინაში შეტევითი ოპერაციების შემდგომი პერსპექტივა უშედეგოა,”-აცხადებს არესტოვიჩი.