სახელმწიფომ ოჯახებს 1000 ლარიანი დახმარება გამოუყოს”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ სახლში დარჩენილი საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად გარკვეული რაოდენობის თანხა გამოყო და კომუნალური გადასახადები დაუფარა. “საქართველოს მთავრობამ კეთილი ინებოს და 10 მილიარდიანი ბიუჯეტიდან თითოეულ ოჯახს  1000 ლარით დაეხმაროს, ასევე დააწესონ ყველა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ზღვრული ფასები და გადაუხადონ ჩვენს თითოეულ მოსახლეს კომუნალური გადასახადები. მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე,  ჩვენგან მოპარული ათეული მილიარდებიდან შემოიტანონ გადარჩენის ფონდში გარკვეული თანხა, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა  კანიბალური მდგომარეობად  არ გადაიქცეს”- აცხადებს ნათელაშვილი.