“გიგა ოთხოზორია რომ მოკლეს უმოკლეს დროში მოვახდინეთ მკვლელის იდენთიფიცირება…”

ლუკა ფეიქრიშვილი

-“1) გამოვედი პირდაპირ ეთერში და ავხსენი რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები არუნდა ყოფილიყო ინტერნეტში 7-8 საათი და 15-20 წუთში უნდა მომხდარიყო მათი ბლოკირება,თან დავასაბუთე როგორ და რახან არ მოხდა მათი წაშლა ე.ი ვიღაცას არ აწყობდა დამიბარეს დაკითხვაზე
– რაღაცა გამიკეთებია ხო სიმართლისთვის?

2) გიგა ოთხოზორია რომ მოკლეს საზღვარზე უმოკლეს დროში მოვახდინეთ მკვლელის იდენთიფიცირება და გავხადეთ საჯარო მისი სახელი,გვარი,სურათი,დაბადების ადგილი,დაბადების თარიღი და სოც.ქსელის მისამართი,დამიბარეს დაკითხვაზე
– რაღაცა გამიკეთებია ხო ქვეყნისთვის?

3) უფასოდ უწევდი ყველას დახმარებას ვის პირად ცხოვრებაშიც მესამე პირი იყო შეჭრილი + ვაძლევდით რეკომენდაციებს უგვარებდით კიბერ პრობლემებს 24 საათის განმავლობაში,
მეძინა მორიგეობით და ვჭამდი 50 თეთრიან ანაკომის სუპებს კომპიუტერთან,დამიბარეს დაკითხვაზე
– რაღაცა გამიკეთებია ხო თქვენთვის?

4) გამიჩხრიკეს სახლი,წამართვეს კომპიუტერები,მცემეს,მაფურთხეს,მაგინეს,
მარბენინეს დაკითხვებზე,
-რაღაცა გაუკეთებიათ ხო ჩემთვის?

კომენტარის დატოვება