გურამ შარაძე-არ დავიწყება დიდი ერისკაცის სახელს!

რუსუდან შარაძემ მორიგი აქცია გამართა- გურამ შარაძის წიგნები უსასყიდლოდ უსახსოვრა იმ ადამიანებს,რომელთაც ბატონი გურამი და მისი შემოქმედება უყვარდა,უყვარს,აფასებს,ახსოვს,არ ივიწყებს.

მადლიერმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა რუსუდანს და არც სიყვარულის გამოხატვა დაივიწყა და არც უდიდესი პატივისცემისა ბატონი გურამისადმი.

15078702_1157471684289819_3755447719759194440_n 15094398_1157472640956390_3954191507658376604_n

-„დიდი მადლობა ყველას!
იყო დიდი სიხარული, სიყვარული, კურიოზებიც… ცოტა ჩხუბიც.  იმ წუთას ვბრაზდები, თორემ განა, არ მიხარია, რომ მამაჩემის წიგნებზე ასეთი ამბავია. არ ეწყინოს არავის…

აკაკის 3 ტომი რომ დაბეჭდა (მეოთხე – „აკაკის სიკვდილი და დასაფლავება“ მკვლელობის შემდეგ გამოიცა), თვითონ მამაჩემი შინ აკითხავდა ხალხს და ჩუქნიდა. ისეთ ადამიანებს უთქვამთ ჩემთვის, რომ მკვლელობამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩემთან იყო, წიგნები მომიტანაო, რომ აქამდე მიკვირს – რამ მიიყვანა?
არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ ვიცი, რომ გაგახარეთ, მამაჩემიც გავახარე და მეც მეტი რა მინდა?!

მიყვარხართ!“-წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარის დატოვება