“ერთად უნდა შევცვალოთ ჩაკეტილი წრე!”-რამაზ სამხარაძე მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ რადიოსადგურების: „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე, არ გამორიცხავს რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს– ამის შესახებ სამხარაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

უფრო მოგვიანებით კი რამაზ სამხარაძე კიდევ ერთხელ ეხება აღნიშნულ თემას და წერს:

-“კიდევ ერთხელ…სკეპტიკოსთა, კეთილისმსურველთა თუ პირიქით… მოკლედ ყველას გასაგონად…ვინც პირადში მწერთ და აქ ვოლზეც: თუ გადაწყვეტილება მივიღე კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ბოლომდე მივიყვან. არ მაინტერესებს ვინ რას და როგორ ხლართავს,ვინ დანიიდანაა და ვინ გერმანიიდან, ვინ-ვისი ლობისტია, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, მელოგინე და ა შ… კარგად იცით, არ მჩვევია ზურგს უკან ქირქილი. მე მინდა რომ ბევრი რამე შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს თქვენ ყველას, ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრების უმრავლესობას. ჰო და თუ ასე ფიქრობთ, ერთად უნდა შევცვალოთ ჩაკეტილი წრე, გნებავთ სისტემა დავარქვათ…მერწმუნეთ, ეს თითოეულ თქვენგანს შეუძლია, მხოლოდ წარმატებები!!! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის”.

სამხარაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემთხვევაში, მაუწყებელი მიუკერძოებელი, ობიექტრი და სანდო გახდება.

 

 

კომენტარის დატოვება