ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა

,,ახალი საქართველო” – ამ სახელწოდებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა.15-მა სუბიექტმა, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა გაერთიანებისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდეს.

“ახალი საქართველოს” წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება და ოპოზიციური მერობის და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატების წარდგენა.

ახალ ორგანიზაციაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად გაწევრიანებული არიან გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო”, პაატა დავითაიას “ევროპელი დემოკრატები”, მამუკა გამყრელიძის და გიორგი ვაშაკიძის “ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ზურაბ ხარატიშვილის “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.”