“პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი 16 აგვისტოს დასახელდება

“პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურ საბჭოში თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა დღეს განახლდება. გუშინ დღის ბოლოს პარტიის წევრებმა 4 დასახელებული კანდიდატიდან ორი შეარჩიეს – მათ შორის არის ირმა ინაშვილიც.

“პატრიოტთა ალიანსის” ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება 9 კაციანმა შემადგენლობამ ხვალ უნდა მიიღოს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი წინასაარჩევნო გეგმებზეც იქნება.

„ჩვენ 16 აგვისტოს ჩავატარებთ ბრიფინგს და უკვე მედიის წინაშე გამოვალთ და წარვადგენთ ამ კანდიდატურას. ორი კანდიდატურიდან ერთს ვადასტურებ, რომ ვარ მე,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.