დღე, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან წამოიწყო ომი, რაც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება…

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 „1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული მონაკვეთი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ადგილობრივი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა რადგან საქართველოს ტერიტორიის ერთერთ რეგიონში ადგილი ქონდა კრიმინოგენური მძიმე მდგომარეობას რის შედეგადაც ადგილობრივი ბანდ ფორმირებები თავს ესხმოდნენ და იტაცებდნენ რკინიგზაზე მოძრავ ტვირთებს ასე მზავრებს რის გამოც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლებასთან შეთანხმებით 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონა შვიდა აფხაზეთში სტრატეგიული ობიექტების ბანდ ფორმირებებისაგან დასაცავად რის შემდეგომ საქართველოს შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს რუსეთის რეგულარულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა.

ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა რასაც მოყვა რუსეთ საქართველოს ომი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო გენერალიტეტი და მათი სამხედრო ინსტრუქტორები ასე აფხაზ სეპარატისტებს ამარაგებდა საბრძოლო აღჭურვილობით რუსეთ საქართველოს ომი რომელიც 13 თვეს გაგრძელდა,საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაღმდეგ სამხედრო მოქმედებები იგეგმებოდა რუსეთის სამხედრო გენშტაბში რუსეთის გენერალიტეტის მიერ ქართული სამხედროების წინააღმდეგ, რომელიც უთანასწორო ბრძოლა სოხუმის დაცემით დამთავრდა რუსეთ საქართველოს ომის შედეგად დაიღუპა 20.000-დან 30.000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250.000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.

აფხაზების აფხაზებისა მიერ დაქირავებული ბანდფორმირებების და რუსეთის სამხედროების მიერ განმავლობაში მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2.500-დან 4.000-მდე. ხოლო 2008 წლის აგვისტო რუსეთის მიერ 1992 წლის 14 აგვისტოს გაგრძელებას წარმოადგენს და დღემდე ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას, მცოცავ ანექსიას და ოკუპაციას, ხოლო აფხაზეთსა და სამჩაბლოში ოკუპანტი რუსეთი მის მირ დანიშნული მარიონეტული „ხელისუფლების“ მეშვეობით ეთნიკურად ქართველების მიმართ ახორციელებს აპარტეიდულ პოლიტიკას, რაზედაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტებმა რეალურად უნდა აღიმაღლონ ხმა და გამოიყენონ საერთაშორისო ბერკეტები ოკუპანტი რუსეთის მიმართ.