აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი უკვე თბილისშია

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი უკვე თბილისშია. ვიზიტი ორდღიანია. ოფიციალური შეხვედრები ხვალ გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.

მაიკ პენსი მრავალეროვნულ სწავლება Noble Partner 2017-ს დაესწრება.

მაიკ პენსი საქართელოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.ის მანამდე ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა.