„თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელი“ – ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. როგორც დედოფლის მისალოც წერილში ვკითხულობთ, წელს ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავს.

„თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელი, რომელსაც წელს აღვნიშნავთ. საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად უნდა ვუყუროთ“, – ვკითხულობთ დედოფალ ელისაბედის მისალოც წერილში.