“ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირებაა…”

„ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და რაზე მოილაპარაკებენ“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად საკმარისი არ არის, ამიტომ ოპოზიციონერებმა ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ და არჩევნებზე ერთიანი სიით წარდგნენ. სააკაშვილის თქმით, მისთვის სულ ერთია როგორ გადანაწილდება ადგილები, თუმცა ალბათ ეს პარტიების რეიტინგის და მხარდაჭერის მიხედვით უნდა მოხდეს.