“თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, მივიღებთ აწყვეტილ ოლიგარქს და მის მიმდევრების ერთობას…”

გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

ამერიკელი კონგრესმენების ბოლო პოზიციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი უსაზღვრო ცინიზმით და სარკაზმით შეხვდნენ ქოცების სახეები კობახიძე, ვოლსკი და სხვები. ვფიქრობ არც ესეთი პრიმიტივები არიან, არც ესენი და არც მათი მამა-მარჩენალი, რომ არ ესმოდეთ რას ეთამაშებიან.

ძალიან არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოლიგარქს რაღაც გეგმა აქვს, რომელსაც მიყვება, ვერ გეტყვით, არ ვიცი რა გეგმაა, მაგრამ ცხადია, რომ რაღაცის იმედი აქვს. მიუხედავად მისი პირველყოფილი ინსტიქნტებისა, ნუ გავაუბრალოებთ ივანიშვილის შესაძლებლობებს, ვინ წარმოიდგენდა, რომ 8 წელიწადი ქვეყნის სათავეში იქნებოდა ის და მისი მომყოლი, მეტიც ჯერ ეს გაუგებრობა დასრულებულიც ვერ არის.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი ამერიკის შეერთებული შტატები შეიცვლის პოზიციას ან წავა რაღაც შეთანხმებაზე ივანიშვილთან, მაგრამ ის რაც ხდება ჩინური ვირუსის და მომავალი საპრეზიდენტო რბოლის კონტექსტში პლიუს უამრავი გამოწვევის ფონზე, შესაძლოა ოლიგარქს გაუჩინოს ილუზიები და სამწუხაროდ შანსებიც, რათა მან მოახერხოს ცოტათი მაინც დროის მოგება.

მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ – თუ ივანიშვილმა და მისმა მომყოლმა მოახერხა და 2020 წლის არჩევნებში გაიპრავა ,,გამარჯვება” ეს ნიშნავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასრულებას. ჩვენ უკვე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს აღარ არის ის საქართველო, სადაც მიუცხედავად მრავალი პრობლემისა, შეცდომისა თუ გადაცდომისა მაინც წინ ვითარდებოდა, სამაგალითო იყო თავისი მიზანსწრაფულობით, რეფორმებით და ა.შ.

ამიტომ, ჩვენ ოპოზიციურ ძალებს, ინდივიდებს გვაქვს უნიკალური შანსი გაერთიანების პირობებში დავსარულოთ ეს უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ადგას, ამის ერთადერთი პირობაა ოპოზიციური ერთიანობა, შეკრული მუშტი ამ ეტაპზე მაინც. ამ გაუგებრობის დასრულების შემდგომ, შესაძლებელია ახალი თამაშის წესებზე შეთანხმება. სამწუხაროდ სხვა შემთხვევაში, მივიღებთ აწყვეტილ ოლიგარქს და მის მიმდევრების ერთობას, რომელიც დაასრულებს ყოველი ჩვენთაგანის ხვალინდელ, მაგარ პერსპექტივებს.
შემინდეთ, თუ ოდნავ მაინც გადაგღალეთ, არ ჩათვალოთ ვინმეს ჭკუას ვასწავლი, რა თქმა უნდა არა. ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა.