თვითმმართველობების პრაქტიკაში პირველად ჩატარებული კვლევა… დეპუტატის წინადადება საკრებულოს და მერიას

ამ წუთებში ორხევის 6-13 სამაჟორიტარო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატის, გულიკო ზუმბაძის ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა და თვითმმართველობების პრაქტიკაში პირველად ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრეზენტაციას ესწრებიან ისინიც, ვინც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და ისინიც, რომლებსაც კითხვარებზე პასუხი არ გაუციათ, თუმცა აქვთ წინადადებები პრიორიტეტული საკითხების გამოსავლენად.

როგორც გულიკო ზუმბაძემ გვითხრა, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პრეცესში და ყველაზე მთავარია, ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ სწორედ ისინი არიან გადამწყვეტი ძალა როგორც სახელმწიფოში, ასევე მუნიციპალიტეტების დრონეზე.

პრეზენტაციის დაწყებამდე ჩვენ გულიკო ზუმბაძეს გავესაუბრეთ.

-მაჟორიტარი დეპუტატის, ანუ ჩემი გადაწყვეტილებით შევიმუშავეთ და განვახორციელეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში. პროექტი მოიცავდა სოციალური კვლევის ჩატარებას. კვლევის შედეგი იყოს გარკვეული რჩევის მომცემი თუ რა დავგეგმთ სამომავლოდ სამაჟორიტარო ოლქში და განვახორციელოთ.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი?

-ცალსახად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან შეხვედრა, ვიცით კონკრეტული ქუჩის, სახლის, სახურავის და ა.შ. პრობლემები, მაგრამ ეს კვლევა არ მოიცავდა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პრობლემების წარმოჩენას. კვლევა მიზნად ისახავდა დადგენას, თუ როგორ ისახავენ მოქალაქეები პრობლემების გადაჭრაში თავის მონაწილეობას, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობას.  უნდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.

1998 წლიდან ვიბრძოდი, ვმუშაობდი თვითმმართველობის საკითხებზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე, ვერა და ვერ შეიქმნა ის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. მთელ რიგ ქვეყნებში თვითმმართველობის სისტემები ისეა აგებული, რომ პირდაპირ მორგებულია ადამიანების ჩართულობაზე. აი, მაგალითად რომ გვქონდეს ორხევში, აეროპორტის დასახლებაში საზოგადოებრივი არჩეული საბჭოები, რომლებიც იკრიბებიან, იხილავენ და რაც მთავარია გეგმავენ ბიუჯეტს, რაღა თქმა უნდა ბიუჯეტი უფრო მიახლოებული იქნება მოსახლეობის ინტერესებთან. სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ასეთი სისტემა. კი, არსებობს მუნიციპალური ქვედანაყოფები, საუბნო განყოფილებები, მაგრამ საუბნო განყოფილებების საქმიანობის მე პირადად ძალიან უკმაყოფილო ვარ.

-რატომ?

-იმიტომ რომ ისინი ელოდებიან თავად მოქალაქის მისვლას და თავად არ დადიან კონკრეტულ უბნებზე. არ იხილავენ საჭიროებებს და მეტიც, არ ხდება მოქალაქეების შეკრება, რომელიმე საკითხის წინასწარ განხილვა, შემდეგ დაყენება გამგეობასი, მერიაში და ა.შ

ეს კვლევა კი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ აეროპორტში, ორხევში, ლილოს დასახლებაში, შემოერთებულ ტერიტორიებზე გვანახებს, რომ ყველას აქვს განსხვავებული პრობლემები. კვლევის შემდეგ ჩვენ ვმართავთ პრეზენტაციებს, ვიწვევთ ადამიანებს, რათა მათ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ერთად განვიხილოთ. მზად ვართ მოვისმინოთ კრიტიკაც. სამწუხაროა, რომ არ გვაქვს იმხელა ბიუჯეტი, რომ ყველა საკითხი უცბად გადავწყვიტოთ, მაგრამ საზოგადოებასტან ერტად განხილვა და პრიორიტეტების გამოვლენა აუცილებელია შემდგომი მუშაობისთვის.

თქვენ იცით, რომ დღესდღეობით ადამიანები არ მიდიან მუნიციპალიტეტებში რაიმე წინადადების დასაყენებლად, კონკრეტული საკითხის შესათავაზებლად,  იშვიათი გამონაკლისია ასეთი მოქალაქეები და ბუნებრივია ჩვენ ინტერესით და სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მათთან.

კვლევის მიხედვით ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები.

-რა კონკრეტული შედეგი აჩვენა კვლევამ?

-გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომლებზეც მოსახლეობას საერთოდ აღარ აქვთ პრეტენზიები, ასეთია საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, გაზიფიცირება, წყალმომარაგეობის პრობლემა ნაწილობრივ არის მოგვარებული, ძირითადი პრიორიტეტები კი გახლავთ მოსახლეობის მონაწილეობის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაში. საქმე ისაა, რომ ეს მექანიზმი არ გვაქვს დახვეწილი, სწორედ ამიტო, ამ პრეზენტაციების შემდეგ ვფიქრობ შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესებში, რომ თავად იყვნენ აქტიურები არა მხოლოდ პრობლემის დანახვაში, არამედ მოგვარების გადაჭრის გზის მონახვასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში.

-კიდევ რა პრობლემები აისახა კვლევაში?

-პოლიკლინიკების ხელმისაწვდომობა, ქარსაცავის გაკეთება, ტრანსპორტი-კი მოგვარდა, მაგრამ როგორც ჩანს მოსახლეობას მაინც აწუხებს ეს პრობლემა, შემდეგ მოდის სტადიონები, გამწვანება-მიუხედავად იმისა, რომ ორხევი საკმაოდ გამწვანებულია და ხშირად ტარდება გამწვანების აქციები, მოსახლეობა თვლის, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე ნარგავი უნდა დაირგოს. კვლავ რჩება პრიორიტეტად სანიაღვრე სისტემები, ავარიული შენობები,  შშმ პირების უფლებები და ადაპტირებული გარემო. ეს არის ძირითადი პრიორიტეტები, მაგრამ პრეზენტაციის დროს შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს სხვა საკითხებიც.

-ასეთი სახის კვლევა პირველად ჩარატდა?

-დიახ, პირველად ჩარატდა, ეს არის ჩემი, როგორც დეპუტატის ინიციატივა და გვერდით დამიდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონფი ადგილის დედა“, რომლის ხელმღძვანელია გიორგი ძამუკაშვილი. ის მრავალო წელია აქტიურად მუშაობს როგორც თვითმმართველობების საკითხებზე, ასევე  ისეთ საკითხებზე, როგორიც არის წყალი, გარემო და ა.შ. ჩვენ ერთად გვქონდა ჟენევაში შეხვედრები. სწორედ მან შეადგინა პროფესიულ დონეზე ეს კითხვარი და შეაჯამა კიდეც. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა შვიდმა აქტივისტმა.

-და რა მოხდება დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ?

-აი, ახლა მალე დაიწყება პრეზენტაცია, მოსახლეობა თავის აზრს გამოთქვამს, წინადადებებს მოგვაწოდებს, ერტად ვიმსჯელებთ, შევაჯერებთ და გამოიკვეტება ის პრიორიტეტები, რომლებიც პირველ რიგში იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. ასე რომ დანარცენზე უკვე პრეზენტაციის შემდეგ ვისაუბროთ.

ჩვენ ვრჩებით პრეზენტაციაზე და მოსახლეობის განწობას, ასევე შეკრების გადაწყვეტილებას, მოგვიანებით გაგაცნობთ.