“გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში”

საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება Facebook-ის პირადი გვერდიდან მიულოცა.

„დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის. სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.