“… გამოიღვიძე, პრემიერო!!!! გამოიღვიძეთ, მინისტრებო!!!! რა გიხარია, გახარია?..”

F-news

ზაზა სიამაშვილი

„ჯიპას“ ლექტორი, რეიგანის ფონდის მეგობარი

-რომ აყაყანდით, ყველაფერი ძვირდებაო – შედით booking.com-ze ან მსგავს ვებგვერდებზე და დაათვალიერეთ… ქალაქები, სასტუმროები ერთმანეთს ეჯიბრებიან – ვინ უფრო მეტად დაუკლებს და ამით მეტ ტურისტს, დამსვენებელს მიიზიდავს…. მაგრამ, აქ საქართველოა, აქ ყველაფერი უკუღმაა, აქ ერთმანეთს ეჯიბრებიან – ვინ უფრო დიდ ფასს დაადებს…. ამიტომაც უცხოელიც ,,დაადებს” ამ ქვეყანას (ისედაც ხომ მაგრად ,,გვადებენ!) და წავლენ სხვაგან… უცხოელი კი არა, გაღლეტილი ქართველიც კი სხვაგან წავა…. საქართველოს რკინიგზამ ხომ რეკორდი დაამყარა უსინდისობაში, ღალატში და სიხარბეში…რომ აფრთხობთ ტურისტებს ვერ გრძნობთ, ვერ ხედავთ? რაოდენ ყეყეჩურ განცხადებას აკეთებენ, ეს უკვე მათი ინტელექტის მაჩვენებელია…. ქვეყანას ფული უნდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თუ უცხოელი ტურისტის გაღლეტვაზე მუშაობს…. ასე გააგრძელეთ…. სულ მალე არჩევნებია… გამოიღვიძე პრემიერო!!!! გამოიღვიძეთ მინისტრებო!!!! რა გიხარია, გახარია?

იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოთ ტურიზმს, იმის მაგივრად, რომ შეუმსუბუქოთ მდგომარეობა იმ ხალხს, რომელთა შემოსავალი მხოლოდ თბილისიდან ჩასული დამსვენებლები არიოან, იმის მაგივრად, რომ ეს თბილისიდან თუ სხვა ქალაქებიდან ბათუმში, ქობულეთში, ურეკში და სხვა ზღვისპირა ადგილებში რაღაც ლარები დახარჯონ, საქართველოს რკინიგზის მესვეურებო, ამაზრზენ საქციელს სჩადიხართ….. 20, 30, 40 პროცენტით კი არა, 100-ზე მეტი პროცენტით აძვირებთ ბილეთებს პირველ კლასზე – 25 ლარის ნაცვლად 61 ლარი, ბიზნესის – 55 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება 1 ივლისიდან!

ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა რატომ არის? ამ ქვეყანას თუ ჰყავს პატრონი?! რკინიგზას და ეკონომიკის სამინისტროს თუ ჰყავს გამკითხავი?? რატომ ჰგონიათ, რომ ყველანი როტშილდები და როკფელერები არიან? მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო..