ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ.

ფოტო შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.