ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს მკვლელი უწოდა, უარს ამბობს ბოდიშის მოხდაზე

Fox News ჟურნალისტი, რომელმაც დონალს ტრამპთან ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტს მკვლელობებში დასდო ბრალი და პირდაპირ ეთერში მკვლელი უწოდა, უარს ამბობს ბოდიში მოუხადოს პუტინს. ტელეწამყვანის თქმით, თუ ის ოდესმე ბოდიშს მოიხდის, ეს იქნება 6 წლის მერე და არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე.

-„მე ვმუშაობ ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ამას დასჭირდება დრო, შეიძლება მე ეს გავაკეთო 2023 წელს“-განაცხადა ბილ ორაილმა ტელეშოუს დროს.

Fox News-ის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯეიმს როკასი კი ამბობს, რომ ბილ ორეილი აუცილებლად ახსნის მის ბრალდებებს საავტორო გადაცემაში.

კომენტარის დატოვება