გოგა ხაინდრავა: ბოკერია პოლიტიკურ ზედაპირზე იმის გამო ტივტივებს, რის გამოც წყალზე გარკვეული ნივთები

ბოკერიაზე სამარცხვინო ფიგურა არსებობს?! ადამიანმა ყველგან, ყოველთვის, ყველაფერი წააგო. ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური იდეოლოგი იყო, რომელიც კაცებს აუპატიურებდა და დღემდე ტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე იმის გამო, რაზეც წყალზე გარკვეული ნივთები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ჩაშლილი არ არის.

„რატომ არის ჩაშლილი მოლაპარაკება?! სადაც სააკაშვილია, იქ არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად როგორ შეიძლება რაიმე შედგეს?! ვერასდროს ვერაფერი შედგა გარდა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების (პოლიტიკური თუ პირდაპირი გარყვნილება), სხვა მას ამ ქვეყანაში არაფერი მოუტანია. დღესაც ის დგას ამ მოძრაობის სათავეში, რასაც სიბნელე ჰქვია.

არაფერი ჩაშლილა! რატომ ჩაიშალა?! მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ქართულ საზოგადოებას. ნაწილს მოსწონს, ნაწილს – არა. ბევრჯერ მითქვამს, ყველასთვის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს და საერთოდ, მუდმივად მოსაწონი ხელისუფლება არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს არის განუვითარებელი პოლიტიკური კლასი, რომელთანაც რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის ცუდი, რაც აქედან გამომდინარეა. ყველამ დაინახა, რომ ამათთან საუბარს აზრი არ აქვს. როგორ შეიძლება ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილსა და აკო მინაშვილს პოლიტიკურ თემებზე ესაუბრო?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძეც გააკრიტიკა.

„ბოკერიაზე სამარცხვინო ფიგურა არსებობს?! ადამიანმა წააგო ყველგან ყოველთვის, ყველაფერი. ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური იდეოლოგი იყო, რომელიც კაცებს აუპატიურებდა და დღემდე ტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე იმის გამო, რაზეც წყალზე გარკვეული ნივთები. მას მეტი არაფერი აქვს. არც პოლიტიკური ალღო, არც ბიოგრაფია, არც რაიმე პოლიტიკური წარმატება. რატომ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, ვის წარმოადგენს?! საერთოდ ჩემთვის გაუგებარია! გინდაც სხვა, მისი ყოფილი თანაპარტიელი. მოლაპარაკებიდან გამოდის და ამბობს, მე პოლიტიკური პარტიის წევრი აღარ ვარო. თუ იმ პარტიის წევრი აღარ ხარ, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთნ რა გინდა?!“, – დასძინა ხაინდრავამ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.