ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, დაასახელონ თუნდაც 1 კონკრეტული საკითხი, რა შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა – ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენა.

მისივე თქმით, ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, კონკრეტული მიმართულება და საკითხი უნდა დაასახელონ, რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა.

„ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რა შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა. რომელი სანქციის დაწესება შეეძლო და არ დააწესა. ისეთი სანქციის, რომელიც დააზიანებდა რუსეთს და არა საქართველოს. რადიკალური ოპოზიცია ამ კონტექსტში იყო მოხსენებული.

ოპოზიციის რიტორიკა და მოწოდებები მიმართულია ესკალაციის გაღრმავებისკენ, ესკალაციის გაღრმავება ნიშნავს მინიმუმ რისკების გაორმაგებას,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.