თენგიზ ცერცვაძე: სკეპტიციზმი და ვაქცინაციის მიმართ ცრურწმენები უნდა დავძლიოთ

პანდემიის დასრულების ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ვაქცინაციის დაწყება და მისი სწორად გამოყენებაა, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით, ცხოვრების ჩვეული რეჟიმის დასაბრუნებლად, მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმართ ცრურწმენები უნდა დაძლიოს.

„თუ გვინდა, რომ ბიზნესი, ეკონომიკა აბსოლუტურად გათავისუფლდეს, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გაუმჯობესდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობები, დავიწყებას მიეცეს ის მტკივნეული დღეები და პროცესები, რომლებიც ყველამ ერთად გამოვიარეთ, საჭიროა ვაქცინაცია. ეს არაა რთული. სკეპტიციზმი და ვაქცინაციის მიმართ ცრურწმენები უნდა დავძლიოთ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი აიცრა.