დათა ვანიშვილის ნათესავებს სამძიმარზე მისვლის შესაძლებლობა მიეცათ, მავთულხლართის მეორე მხრიდან კი ის საქართველოს ჰიმნით გააცილეს

ხურვალეთში, დათა ვანიშვილი სახლიდან უკვე გამოასვენეს. იქამდე კი, მის ნათესავებს სამძიმარზე მისვლის შესაძლებლობა მიეცათ.

სახლიდან გამოსვენების დროს, ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დათა ვანიშვილს ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე კრძალავენ.

2014 წელს დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. საოკუპაციო რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, დათა პაპა მაინც ახერხებდა თითქმის ყველა არჩევნების დროს გადმოსვლას და საკუთარი პოზიციის დადასტურებას.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.

ფოტო: ანა შეპკინა

imedinews