” ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობა”- დღეს აქციები იწყება

მაია ოქრუაშვილი

„დავასუფთავოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ – ამ სახელწოდების ბრიფინგი გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. კამპანია 15, 16 და 17 სექტემბერს ჩატარდება და 100-მდე ადგილს მოიცავს. კამპანიის შესახებ ინფორმაცია მედიას მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიაწოდა.

თბილისში კამპანია 15 სექტემბერს, 09:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან (ვარკეთილის მხრიდან) დაიწყება.

16 სექტემბერს დასუფთავების აქცია 10:00 საათზე – ლისის ტბაზე (იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია)

17 სექტემბერს – 10:00 საათზე, ქვემო ფონიჭალაში გაიმართება (ემბა ვუდის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია), მტკვრის მარჯვენა სანაპირო).

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წლიდან სექტემბრის მესამე კვირაში ტარდება და მასში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. საქართველო აღნიშნულ კამპანიას 2010 წლიდან შეუერთდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მეშვიდე წელია ტარდება დასუფთავების აქცია – „დავასუფთაოთ საქართველო“.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოს დაცვით რუკაზე).