ზუკამ იცის, რომ მისი პოლიციელი მამა გმირია და ისიც იცის, რომ ბიჭი მარტო არ არის!

თეა პერტაია

ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და ცასავით ცისფერი თვალები აქვს… ზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსო…მამის სახელი ჰქვია… მამის, რომელიც არასდროს უნახავს… ის პოლიციელი იყო და შვილის დაბადებამდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნივნელოვანესი ეტაპი დაიწყო – ის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო – მასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია.

ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომ… პოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია!