მექსიკის სკოლაში 11 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა შემდეგ კი თავი მოიკლა

მარიამ ახალკაცი

სროლა მექსიკის სკოლაში. 11 წლის მოსწავლის მიერ გახსნილ ცეცხლს მასწავლებელი ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი.

ცნობილია, რომ არასრულწლოვანმა თავდამსხმელმა სკოლაში ორი იარაღი შეიტანა.

სროლის შემდეგ 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივი პოლიცია ძალადობრივი ვიდეოთამაშის გავლენის ვერსიას განიხილავს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.