,,შეთანხმებას თითქმის მივაღწიეთ” მამუკა მდინარაძეს განცხადება მაჟორიტარულ სისტემაზე

მარიამ ახალკაცი

  მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია.

ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა

მამუკა მდინარაძემ დეტალებზე არ ისაუბრა , რა შედეგები დაიდება ჩვენთვის  ჯერ ჯერობით უცნობია .

,,თითქმის  გადაჭრით შეიძლება ითქვას რომ შეთანხმებას  მივაღწიეთ ” განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე კიდევ ორი საკითხი განიხილეს: უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეების კანდიდატებსა და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე. მდინარაძე ირწმუნება, რომ მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემაზე მცირე დროის გამო ზედაპირულად იმსჯელეს.

“გავიარეთ ინდივიდუალურად თითოეული მოსამართლე, მათ ჩვენ ინდივიდუალურად მხარს დავუჭერთ, ან არ დავუჭერთ. თითოეული მოსამართლეზე პარლამენტის წევრი ინდივიდუალურად მიიღებს. გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ამ ინსტიტუციამ გააგრძელოს მუშაობა”, — განმარტა მდინარაძემ.