იტალიის ელჩი: ნატო-საქართველოს ნაყოფიერი ურთიერთობა, ხანგრძლივი პარტნიორობა ალიანსთან ძალიან მნიშვნელოვანია – ალიანსი მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ მხარდამჭერ მისიებში შეიტანა

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნატო-საქართველოს ნაყოფიერი ურთიერთობა, ხანგრძლივი პარტნიორობა ალიანსთან ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, არსებული ჩარჩო და ინსტრუმენტები, ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც შავი ზღვის აუზის საკითხებზე სამუშაოდ, ასევე სხვა ატლანტიკურ საკითხებზე, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

„ალიანსი მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა მხარდამჭერ მისიებში, მაგალითად, ავღანეთში. ასევე, ჩემთვის ღირებულია პოლიტიკური დიალოგი რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში შავი ზღვის აუზში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა ენრიკე ვალვომ.