იტალიის ელჩი: მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს რეფორმები – ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების დღის წესრიგს

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს რეფორმები, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მრავალმხრივობის გაძლიერება. ეს უნდა მოხდეს გაზიარებულ წესებზე, გლობალურ დღის წესრიგზე, მდგრადობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებით. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების დღის წესრიგს“, – აღნიშნა ელჩმა.