იცოდეთ! არ აღმოჩნდეთ არასანქცირებული თვალთვალის და მოსმენების მსხვერპლნი

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით არსებობს ბევრი მითი და ლეგენდა. დღევანდელ ბლოგში ჩვენ ვეცდებით ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს. ავხსნათ პუშაობის პრინციპი და რეკომენდაციები მივაწოდოთ უბრალო მოქალაქებს რათა უფრო დაცულები იყვნენ არა სანქცირებული მიყურადებისგან.
არსებობს თქვენი ინფორმაციის მიღების 4 საშუალება (შეგნებულად არ ვწერ “სატელეფონო მოსმენას” რადგან ეს მოსმენაზე მეტია)

ამ ოთხი საშუალებიდან არის 3 რომელიც, სახელმწიფო ორგანოების გარდა შეუძლია განახორციელოს სხვამაც. ჩამოვთვალოთ ეს საშუალებები.
1.ინფორმაციის აქტიური მიმღები.(აქტიური მოსმენის საშუალება)
2.ინფორმაციის პასიური მიმღები.(პასიური მოსმენის საშუალება)
3. კიბერ პროგრამის ეგ.წ. “ტროას ცხენის” საშუალებით. (სმარტფონებზე)
4. სახელმწიფო ორგანოების მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია.ოპერატორების საბაზო სადგურებიდან.

ახლა განვმარტოთ რა არის ეს ოთხეული და შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაცვა.

1) “აქტიური მოსმენა”.

ეს არის სპეციალური ძვირად ღირებული ხელსაწყო,(იხ,ფოტო 1) რომელიც რომლის შესყიდვაც ევროპის “თეთრ ბაზარზე” (ლეგალურ) ყველა წესების დაცვის საშუალებით, შეიძლება მწარმოებლისგან ოფიციალური პროცედურების გავლის შემდეგ.

ამ მოწყობილობის ფასი რამდენიმე ასი ათასი ევროა. მისი მოქმედების რადიუსი კი ვრცელდება 500 მეტრის არეალში. მისი გამოყენება მოითხოვს სპეციალურად ომზადებულ პერსონალს.
(აღწერილობა ამ აპარატურის შემიძლია გაჩვენოთ დაინტერესბულ პირებს, აქ დაწერას აზრი არ აქვს რადგან უბრალო ადამიანისთვის რთული, მოსაწყენი და გაუგებარი იქნება, იმ ტექნიკური მახასიათებლების, სიხშირეების, აღწერა რაზეც მუშაობს და შეუძლია ამ აპარატს. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემიძლია გაჩენოთ ან თავად მოიძებნოთ ინტერნეტში)

ამ სახეობის აპარატის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ აპარატს შეუძლია მოისმინოს სატელეფონო საუბრები, მოახდინოს SMS-ბის, MMS-ბის, ასევე ინტერნეტ ტრაფიკის გადაჭერა (” радио перехват”) რეალურ დროში. ანუ საუბრის მიმდინარე პროცეში.(ასევე SMS-ბის, MMS-ბის,ინტერნეტ ტრაფიკის)

მისი მუშაობის მეთოდი კი ემყარება SIM ბარათზე არასანქცირებულ დისტანციურ წვდომას. ან ოპერეტორის საბაზო სადგურებზე (ანძებზე) არასანქცირებულ დისტანციურ წვდომას. ხოლო თუ კი ეს ვერ მოხერხდა დაცულობის მაღალი ხარისხის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. საუბრის მოსმენა და სხვა ინფორმაციის მიღება ხდება შეყოვნებით. ეს დამოკიდებულია ქსელის შიფრის დეშიფრაცის დროიდან გამომდინარე.

ზუსტად ის დრო რაც სიგნალის ჩაწერას და შემდეგ მის გატეხვას “დამუშავებას” ჭირდება. ეს დამოკიდებულია რამდენად ძლიერი შიფრი აქვს დაყენებული ოპერატორს . სისტემა თავის თავში წარმოადგენს პატარა მობილურ კომპლექსს რომლიც არის მობილური და მისი გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.(სამარშუტო რაფების სტილის მანქანებით.) ეს იმ დროს როდესაც სათვალთვალო ობიექტი მოძრავია.

2) მეთოდი “პასიური მოსმენა”:
მეორე მეთოდი უფრო მარტივი და იაფიანი ხელსაწყოს საშუალებით ხდება. მიუხედავად იმისა რომ აპარატი წრმოადგენს მოდიფიცირებულ, მოდერნიზებულ, ტელეფონს და კომპიუტერს მისი ფასი რამდენიმე ათი ათასი ევროდან ასიათას ევრომდე არის. ის ძირითადად შავ ბაზარზე იყიდება და მოითხოვს სერიოზულად ძლიერი, მცოდნე, კვალიფიცირებული პერსონალის ყოლას არა მარტო ამ სისტემასთან მიმართებაში არამედ ზოგადად კავშირგაბმულობის სფეროში.(იხ ფოტო 2) მისი მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია. “მსხვერპლზე შეტევა” (იგულისხმება სათვალთვალო ობიექტი) ხორციელდება ობიექტიდან ახლო მანძილიზე 500 მეტრამდე (თუმცა სასურველია ბევრად უფრო ახლო მანძილი) კომპლექსი ახდენს ინფორმაციის გადაჭერას (” радио перехват”) აბონენტსა და ოპერატორის უახლოეს საბაზო სადგურს (ანძას) შორის. ფაქტიურად კომპლექსი ხდება ინფორმაციის გამტარი(ეგ.წ. ხაბი) აბონენტს და საბაზო სადგურს შორის. (ამიტომაც არის ხშირად ხმის გაორება, sms, mms, Internet ტრაფიკის დაგვიანბული მიღება) როგორც კი კომპლექსი დაიჭერს შესაბამის აბონენტს, ფაქტიურად ის ხდება ამ აბონენტესი სიგნალის მმართველი და არამარტო სიგნალის არამედ სატელეფონო ფუნქციის, ანუ რა იგულისმება. მას შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლათ თქვენი ნომრიდან დარეკოს ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ფასიან ნომერზე დაგხარჯოთ ანგარიში, დააყენოს სხვა უფრო “სუსტი კრიპტო ალგორითმული შიფრი” (საოპერატორო დამცავი შიფრი) ან საერთოდ გააუქმოს ის და სხვა მრავალი ფუნქცია….(ყველას ვერ ჩამოვწერ ახლა აქ) მაგალითად შეიძლება გამოდგეს, ასეთი შემთხვევა მოხდა კიევში მეიდანზე. აქცების დროს მომიტინგეებმა შეიპყრეს მანქანა რომელშიც მსგავსი მოწყობილობის მეშვეობით სბუს სამსახურები ახდენდნენ მომიტინგეების მოსმენას, მათი ინფორმაციების მიღებას, ყალბი ზარების განხორციელებას და სხვ.

3) მეთოდი. კიბერ პროგრამა “ტროას ცხენი”.

ეს არის მეთოდი რომელიც არის ყველაზე საშიში და რომელსაც არ გააჩნია დისტანცია ან სხვ.რამ. მოკლეთ აქ მთავარი ძალაა გასაწევი იმაში რომ “მსხვერპლის” სმარტფონზე შესაძლებელი გახდეს სპეციალური პროგრამის ჩაწერა და მორჩა შემდეგ შეიძლება მოთვალთვალე იყოს არხეინად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. რაშია ეხლა საქმე . სმარტფონზე ამ პროგრამის საშუალებით ხდება აბსოლიტურად ყველა ინფორმაციის ჩაწერა, ზარების, sms, mms, Internet ტრაფიკის, სქრინშოტის გაკეთება და ა.შ. პროგრამა “დაბუდებული გველივით შეუმჩნევლად არის ჩანერილი ტელეფონში და თხუნელასავით ახდენს ყველაფრი მიწისქვეშა ქსელების გაბმას” ხოლო ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში მითითებულ მეილზე ფარულად აგზავნის თქვენს ყველა საჭირო ინფორმაციას. ამასთან ერთად ის არის შეუმჩნეველი და მუშაობს 7/24 რეჟიმში (განუწყვეტლივ) მოთვალთვალე კი არხეინად ზის კომპიუტერთან და ღებულობს მეილზე ყველა საჭირო ინფორმაციას როგორც ავღნიშნე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რასაც ვერც თქვენ, ვერც ოპერატორი, ვერც პოლიცა და ა.შ ვერ ხვდება. მოკლედ დეტალურად სხვა დროს.

4) მეთოდი. სახელმწიფო ორგანოები.

აქ საქმე მარტივადაა შესაბამისი ორგანოები ოპერატორთან შეთანხმებით საბაზო სადგურებიდან იღებენ თქვენს ყველა ინფორმაციას როგორც უნდა და როდისაც უნდათ და მას ვერასოდეს ვერ გაიგებ!

ახლა რაც შეეხება დაცვის მექანიზმებს.

შეგვიძლია კი ჩვენ “პატიოსანმა ხალხმა”  მოვახდინოთ თავის დაცვა სახელმწიფო თუ თაღლითი პირებისგან. კი არსებობს და 1. არ ისარგებლო ტელეფონით ეს 100% დაცვაა.

გახსოვდეთ რომ ელექტრონულ და კიბერ სივრცეში 100% დაცვა არ არსებულა, არ არსებობს და რც იარსებებს. თუმცა ამით გულის გახეთქვა რ ღირს. არსებობს საშუალებები და გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ რაც რისკს შეგიმცირებთ თუმცა სრულად ვერ დაგიცავთ.

დღეს დღეობით თქმა იმის რომ ისმინება თუ არა საუბრის მომენტში თქვენი ტელეფონი შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულებები. ესენია ხმის გაორება, sms, mms, Internet დაგვიანებები ( თუ რათქმაუნდა ქსელის ინდიკატორი კარგ მიღებას გიჩვენებთ) და რჩევების ჩამონათვალის 3 პუნქტი ძველი მოდელის ტელეფონებზე.

1. თუ ფლობთ სმარტფონს. (არაქვს მნიშვნელობა რა სისტემის, android, symbian,Iso…) აუცილებლად დააყენეთ მასზე ანტი ვირუსი და დაადეთ კოდი. მოერიდეთ მის გადაცემას უცხო და საეჭვო პირბზე ვისაც შეუძლია ჩაგიწეროთ მავნე პროგრამა.

2. დააყენეთ სმარტფონზე. EAGLE Security პროგრამა. რომელიც ახდენს საეჭვო სადგურების აღმოჩენას და მის მოქმედების ზონაში ყოფნის დროის აღრიცხვას. პროგრამა ხელს ვერ უშლის მოსმენას მაგრამ უბრალო სახიფათო ზონაში ყოფნისას არ ისაუბრებ ან იქნები ინფორმირებული. რომ საეჭვო ზონაში ხარ.

3. ვისაც გაგაჩნიათ ძველი ტელეფონი და მასზე ვერ ახერხებთ საჭირო პროგრამის დაყენებას. აქ საქმე რთულადაა თუმცა ზოგ მოდელზე პირიქით უფრო მარტივათაც.
ძველი ტელეფონების ზოგიერთ მოდელებს. რომლებსაც ფოსფოროვანი ეკრანები ქონდათ . ეკრანის კუთხეში ეხატა ბოქლომის ნიშანი. ეხლა რას ნიშნავდა ეს ნიშანი. ნიშანი აღნიშნავდა ოპერატორის მიერ GSM ქსელის შიფრირებას. თუ ბოქლომი დაკეტილი იყო ეს იმას ნიშნავდა რომ ტელეფონის ქსელი შიფრირებულია და მისი მოსმენა რ ხდება თუ ბოქლომი ღია იყო მაშინ აჩვენებდა რომ ან ქსელის დეშიფრაციაა ან ის უბრალოდ არ არის დაცული ოპერეტორისგან.

4. და შედარებით ყველაზე ძლიერი დაცვა რასაც იყენებენ ისინი ვინც განსაკუთრებულად ერიდებიან იმას რომ მათ არ მოუსმინონ არც სამართალ დამცავმა ორგანოებმა და არც სხვა ვინმემ. ამის მხოლოდ ერთად ერთი საშუალებაა ხშირად შეცვალო SIM ბარათი და მასთან ერთად ყოველ შეცვლაზე ცვალო ტელეფონის (IMEI) იდენტიფიკატორი. დაიმახსოვრეთ რომ ოპერატორი თქვენს ტელეფონს არამარტო სიმით არამედ (IMEI) თი აფიქსირებს რაც აბსოლიტურად ყველა ტელეფონს განსხვავებული და უნიკალური აქვს (მისი ნახვა *#06#). აი მაშინ სამართალდამცავებსაც უჭირთ აღმოაჩინონ მოსასმენი ობიექტი.

ბოლოს მინდა დავამატო რაც შეეხება ვიბერს და გვარცელებულ ჭორს იმის შესახებ რომ ვიბერი არ ისმინება.
Viber-> აქტიურად დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ვიბერის მოსმენა შეუძებელი იყო. ეს ბლეფი რომელიც ძალიან ბევრმა დაიჯერა, საქართველოში რომლებიც დაშინებულები იყვნენ GSM-ქსელში გახშირებული მოსმენების სიხშირით და აქტიურად დაიწყეს Viber-ის გამოყენება. სინამდვილეში კი ვიბერი 6,0 ვერსიამდე რომელიც 2016 წელს შემოვიდა ხმარებაში. პრაქტიკულად არ ახდენდა . end-to-end encryption ტექნოლოგის გამოყენებას. ანუ ტექნოლოგია რომელიც ახდენს ინფორმაცის დაშიფვრას და გადაცემას ინფორმაცის დაცვის უზრუნველსაყოფათ. მოკლედ ბლეფი ვიბერთან დაკავშირებით ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მინიმუმ წლევანდელ წლამდე. ვიბერის დაუშიფრავი კოდის წყალობით მარტივად ახდენდა არა მარტო საჭირო საუბრების მოსმენას.ფოტო, ვიდეო და ტექსტური ფაილების გამღღავნებას რაც პრაქტიკულად უტყუარ იდენტიფიცირებას ახდენდა მოსარგებლე პირის.

P.S. პუბლიკაციის მიზანია მოხდეს მოქალაქეების ინფორმირება რათა არ აღმოჩდნენ არა სანქცირებული თვალთვალის და მიყურადების მსხვერპლნი.

მადლობას უხდით www.gmtv.ge-ს ბლოგის გავრცელებასთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისთვის.

პატივისცემით www.itexpress.ge-ს ადმინისტრაცია