ხმაური იყო ხაშურის N8 და N45 უბნებზე

ხმაური იყო ხაშურის N8 და N45 უბნებზე, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” დამკვირვებლები გამოუშვეს.

-ჩვენი დამკვირვებლენი ამ უბნიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოუშვეს. თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ თქვენი აქ ყოფნა მთელი დღე აუცილებელი არ არის,  შეგიძლიათ გახვიდეთ და შემოხვიდეთ ისევო.

ამ დროისთვის ხაშურში ინციდენტი რაც ჩვენს დამკვირვებლებს შეემთხვათ აღმოფხვრილია, სამწუხაროდ საქმე გვქონდა კომისიის წევრების და თავმჯდომარის არაკომპეტენტურობასთან. მიზეზი, რის გამოც მათ უბნის დატოვება მოსთხოვეს მარტივი იყო, მათ ,,ბეიჯზე” თურმე არ იყო მითითებული უბნის ნომერი. არადა ჩვენი დამკვირვებლები ცესკო-ში რეგისტრირებულები არიან როგორც ,,დამკვირვებელი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში” არჩევნების დღეს მათ ნებისმიერ უბანზე ნებისმიერი დროით შეიძლიათ შესვლა”-აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი.