ოზურგეთის საარჩევნო ოლქში საჩივარი დაფიქსირდა

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ოზურგეთის 24-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ადგილი ჰქონდა საჩივრის დაფიქსირებას.

-ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გურამ მჟავიას მიერ დაფიქსირდა საჩივარი. მისი ინფორმაციით, 24-ე უბანზე მას არ მისცეს დაკვირვების საშუალება. როგორც ჩვენმა წარმომადგენელმა გვითხრა, იმ დროს მიმდინარეობდა წილისყრის პროცედურა და მას სთხოვეს, დალოდებოდა დასრულებას და შემდგომ უპრობლემოდ გააგრძელებდა მის სადამკვირვებლო საქმიანობას.

ამ დროისთვის, ოზურგეთის 24-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.