ლევან იოსელიანი – ყველაზე მთავარი არის ის, რომ  რისთვისაც მე და ალეკო შემოვედით პარლამენტში, პრაქტიკულად შევასრულეთ, ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი დღეს დაინიცირდება

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ცვლის არჩევნების სისტემას, ხოლო არჩევნებს კი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო სანდოს  ხდის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მისია, რისთვისაც ისინი პარლამენტში შევიდნენ,  შესრულებულია.

„ჩვენ ვთვლით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ  რისთვისაც მე და ალეკო შემოვედით პარლამენტში, პრაქტიკულად შევასრულეთ. როდესაც არ უნდა ჩატარდეს საქართველოში ნებისმიერი ტიპის არჩევნები, იგი იქნება ბევრად უკეთესი და ბევრად გასაგები, ვიდრე აქამდე ყოფილა.

პირელ ეტაპზე შემოვა ელექტრონულად მთვლელი მანქანები და თითის ანაბეჭდის რეგისტრაცია. ასევე იქნება 10% სავალდებულო გადათვლა, რაც ნიშNავს, რომ მთელს საქართველოში ყველა უბანი გადაითვლება სვალდებულო წესით. ეს პროცესი მოხდება არჩევნების ჩატარებიდან 6 დღეში.

ამ ქვეყანაში არჩევნებვის გამო უნდა დასრულდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. არჩევნებმა არ უნდა გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი.  ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი დღეს დაინიცირდება და გადაიქცევა კანონად,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.