ჯამპსტარტი არჩევნების შედეგებს დაითვლის

ჯამპსტარტი მოხალისეებთან ერთად არჩევნების შედეგებს დაითვლის.

9-10 ოქტომბერს ჯამპსტარტი აწყობს ღონისძიებას იმისათვის, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების  ყველა საუბნო საარჩევნო ოქმები გააციფრულოს და არჩევნების მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მონაცემების გაციფრულება ოქმში დაფიქსირებული ციფრების წაკითხვასა და მათ სპეციალურ ფორმაში გადატანას გულისხმობს.

ამ დროისთვის უკვე 100-ზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული. მათი ნაწილი ჯამპსტარტის ოფისში შეიკრიბება, ნაწილი კი დისტანციურად იმუშავებს. მოხალისეთა რეგისტრაცია არ დასრულებულა და მსურველებს ვადა 7 ოქტომბრამდე აქვთ.

მონაცემების გაციფრულება ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ და პირველი ოქმების ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. გაციფრულების პროცესი მარტივია და არ მოითხოვს ქართული ენის ან ტექნიკურ ცოდნას.

მოხალისეებთან ერთად დათვლილი მონაცემები ჯამპსტარტის საარჩევნო პორტალზე (http://elections.jumpstart.ge/ka)  განთავსდება.

მედიის წარმომადგენლებს გაციფრულების პროცესზე დაკვირვება 9 ოქტომბერს, 10-დან  14საათამდე შეეძლებათ.

მისამართი: მელიქიშვილის 6, მე-3 სართული.

საკონტაქტო პირი: ქრისტინა ფარჯიანი – 598 90 64 74;  qristina.parjiani@jumpstart.ge

კომენტარის დატოვება