„არჩევნებზე წასვლა და პოზიციის დაფიქსირება ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!“

საბავშვო თეატრალური სტუდიის „მაჩაბელას“ დირექტორი, მსახიობი მამუკა ლომაშვილი საზოგადოებას მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს:

-„თუ შენ თვლი, რომ ხარ საქართველოს ღირსეული მოქალაქე, რომელსაც გული შეგტკივა შენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ხვალინდელი დღე, რომელიც ფიქრობ უკეთესი მომავლისათვის…..მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე არჩენებზე!

დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის… ჩემს და შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს!!! არჩევნებზე წასვლა და პოზიციის დაფიქსირება ( თუნდაც ყველა გადახაზო) ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა  ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე!!!“

კომენტარის დატოვება