დაპირისპირება ქუთაისში – სკვერი გარჩევების მუდმივი ადგილია!

დავით ცხვარაძე

ამ პრობლემაზე უკვე რამდენჯერმე დაიწერა, შეწუხებულმა მოსახლეობამ არაერთი განცხადება გააკეთა, მაგრამ როგორც ირკვევა უშედეგოდ.

წუხელ გვიან ღამით მორიგი საქმის გარჩევა და დაპირისპირება მოხდა ქუთაისში, ინციდენტის დროს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ნაგვის ურნები დალეწეს.

პარკთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა კიდევ ერთხელ ამბობს, რომ პარკი ყოველ საღამოს ქუჩური გარჩევების ბირჟადა ქცეული და საპატრულო პოლიციის ყურადღებას ითხოვს!

მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე არ პატრულირებს საპატრულო პოლიცია და პარკის მიმდებარე ტერიტორია, 8 ჰექტარი მოხუცი დარაჯის იმედად არის მიტოვებული.

დალეწილი ნაგვის ურნების ამსახველი ფოტოები  სააგენტო geomediatv.ge_მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

14610828_328382794191274_1286263300_n 14619919_328382797524607_982017644_n 14619925_328382790857941_1384532015_n 14625264_328382804191273_1864215382_n14580347_328382784191275_622250969_n 14593248_328382787524608_2017616660_n 14593558_328382800857940_78098846_n

კომენტარის დატოვება