ელენე ხოშტარია – კახა კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა – ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია

ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კუჭავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა.

ელენე ხოშტარიას თქმით, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ისევ რჩება და მისი გადაჭრის გზებზე მათ არ უსაუბრიათ.

„კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,”- განაცხადა ხოშტარიამ.