სპეცოპერაცია ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ – დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.

ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ. ერთ ღამეში ქართველებმა 5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია, ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.