სკანდალი შპს “სიტროენ ჯორჯიას” გარშემო – მამუკა ტუსკაძე ფაქტებს ასაჯაროებს (ვიდეო)

უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე გახმაურებული საქმის შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრია, რომელმაც კარგად იცის თუ რა ხდებოდა რეალურად. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის კურსშია, შეუძლია თამამად თქვას, რომ გია გაჩეჩილაძემ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან  შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელზეც „უცნობი“ აპელირებს, რეალურია, თუმცა კომპანიის მფლობელი არა ხეჩიკაშვილი, არამედ, ბიზნესმენი ირაკლი თოფაძეა. ეს უკანასკნელი ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილი გახლავთ.

ტუსკაძე იმასაც ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ არაკეთილსინდისიერი სტატუსით მიანიჭა დისკვალიფიკაცია მაშინ, როცა  „სიტროენ ჯორჯია“ სრულად აკმაყოფილებდა ტენდერის პირობებს.

-„შარაშიძემ და გია გაჩეჩილაძემ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში გამომდინარე იქედან, რომ თქვეს ერთ-ერთი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა მან მეოთხე ადგილი აიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ჰიუნდაი ავტო“, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ხეჩიკაშვილთან, არამედ ის არის თოფაძეების კომპანია. აღნიშნული კომპანიის დირექტორი თვითონ არის, ქონების მოგების ის იღებს და ა.შ.

დავების საბჭომ ნაწილობრივ, ორჯერ დააკმაყოფილა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი და ამ კონკრეტულ ტენდერთან მიმართებით ორჯერ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განსაკუთრებული გულისყურით შეესწავლათ ამ კომპანიის და მისი პარტნიორი კომპანიის დოკუმენტაცია, რათა მიეღოთ კანონიერი გადაწყვეტილება. თუმცა, მათ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა და უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერი სტატუსით დისკვალიფიკაცია მიენიჭა „სიტროენ ჯორჯიას“. შემიძლია გითხრათ, რომ ტენდერის პირობებს სრულად აკმაყოფილებდა „სიტროენ ჯორჯია” – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

https://www.facebook.com/lela.kopaliani.10/posts/1961583240721704?pnref=story