“ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი, ისევე როგორც “ბავშვთა სამყაროში”, დაზღვეული არ ყოფილა. ამის შესახებ ნარმანიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

“იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად იმის თქმა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები”, – თქვა ნარმანიამ.