„ლეიბორისტები“ პარტიების დაფიფანსების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელისუფლების დაკვეთით პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მორიგი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცსკ-ოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კანონის მოთხოვნათა სრული იგნორირებითა და დარღვევით ოცნების სატელიტებს “მრეწველებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” 600 000 ლარზე მეტით ხელოვნურად გაუზარდა საბიუჯეტო დაფინანსება და შესაბამისად, საარჩევნო კომისებში “ლეიბორისტული პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად, წევრის დანიშვნის უფლება მიაკუთვნა ხელისუფლების მოკავშირეებს.

“ერთის მხრივ, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და საბიუჯეტო სახსრების უკანონო ფლანგვა, მეორეს მხრივ, ოცნებამ სატელიტებთან ერთად შექმნა საარჩევნო კომისიებში უმრავლესობა, რათა მომავალში კვლავ ტოტალურად გააყალბოს არჩევნები. ჩვენ ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სასამართლოში და მოვითხოვთ ჩვენი კანონიერი უფლებების აღდგენას”-აცხადებს გუგავა.

კომენტარის დატოვება