კვიციანი: ჩემსა და „ნაციონალებს“ შორის რა შეთანხმება უნდა იყოს?

როგორც უკვე ცნობილია, დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა  ვერ მოხერხდა..

კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ირაკლი აბესაძეს- 8 დეპუტატმა.

  რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად 9 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ამ ფაქტს ემზარ კვიციანი გამოეხმაურა და განაცხადა:

-„„არანაირი პოლიტიკური შეთანმება არ ყოფილა და თუ იყო, მაშინ ფრაქციამ რატომ წარმადგინა? დემოკრატია არჩევასაც ითვალისწინებს და იყოს არჩევა. ჩემსა და „ნაციონალებს“ შორის რა შეთანხმება უნდა იყოს?“, – აღნიშნა კვიციანმა, რომელმაც კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. განაცხადა, რომ ამ საკითხს შემდეგ სხდომაზე მიუბრუნდებიან.

კომენტარის დატოვება