ბილ გეიტსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაკარგა

კომპანია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ეს ტიტული მან ინტერნეტ კომპანია “ამაზონის”  შემქმნელს ჯეფ ბეზოსს დაუთმო. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოხვედრაში ბეზოსს “ამაზონის” აქციების კურსი დაეხმარა, რომელიც 1,6%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევის წყალობით კი 53 წლის ამერიკელი ბიზნესმენის ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 90,6 მილიარდს მიაწღია.

ამ დროისთვის ბეზოსი გეიტსზე 500 მილიონი დოლარით მდიდარია.