პრემიერ-მინისტრის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართება

მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, იგეგმება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები.

მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება  27 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრაზე განხილული იქნება ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები.

შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია–  კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

კომენტარის დატოვება