“23 წლის წინ ჩვენ ვტოვებდით ალმოდებულ, კვამლში გახვეულ სოხუმს…”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი.

1993 წლის 27 სექტემბერი იყო მოვლენათა ტრაგიკული განვითარების კულმინაცია. სოხუმელებს ბოლო წუთებამდე არ გვეჯერა, რომ ქალაქის დატოვება მოგვიწევდა. ბოლომდე ველოდით დამხმარე ძალას. უნაყოფოდ.. გვაკლდა ერთიანობა, გვაკლდა გამოცდილება, გვაკლდა საერთაშორისო მხარდაჭერა.

27 სექტემბერს დავიძარით კოდორის ხეობისკენ.. უბედურება მთაშიც ბევრ ოჯახს წამოეწია.. თოვლმა და ყინვამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.. 23 წლის წინ ჩვენ ვტოვებდით ალმოდებულ, კვამლში გახვეულ სოხუმს და ამ ხნის მანძილზე არასოდეს დავუტოვებივართ იმედს, რომ ოდესღაც ჩვენ დავბრუნდებით.

a11833

ომმა მძიმე კვალი დატოვა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. მოუშუშებელ ჭრილობებს კიდევ დიდხანს არ უწერიათ შეხორცება. ამ ტკივილს კიდევ უფრო ამძიმებს ორი ერის სულიერი და ნათესაური სიახლოვე. ოდესღაც ერთნი ვიყავით, ახლა კი ჩვენს შორის დგას უხეში ძალა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს შერიგებას, ერთმანეთისკენ შემობრუნებას.

დღეს სხვა ვითარებაა, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, დღეს გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.. მაგრამ მთავარი მიზნის მისაღწევად ჩვენ ისევ ჰაერივით გვჭირდება ერთიანობა.

27 სექტემბერს პატივს მივაგებთ ომში დაღუპულ გმირებს. დაე მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ბრძოლას!

კომენტარის დატოვება