“ზურაბ ზვია­და­უ­რით ვა­მა­ყობ­დი, ამ ადა­მი­ან­ზე არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ, მო­იქ­ცა ისე, როგორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა – რა ბიზნესი, რის კრიმინალი, ნუ ამოს­ვრი­ან ჩემი პა­ტი­ო­სა­ნი შვი­ლის სა­ხელს ტა­ლახ­ში, ისეთი კეთილი ბავშვი იყო” – 27 წლის მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

კახეთში, სოფელ წი­ნან­დალ­ში მოკ­ლუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი ” ტვ პირველთან” სა­უ­ბრისას  უარყოფენ გავრცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თითქოს თავიანთ შვილს ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ზვიადა­უ­რებ­თან სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ბიზნეს­წი­ლე­ბის გამო მოხდა.

“რა ბიზ­ნე­სი, რის კრი­მი­ნა­ლი, ისე­თი კეთილი ბავ­შვი იყო, ფი­ზი­კუ­რად შრომობდა, სწავ­ლა და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ ეხერ­ხე­ბო­და ხე­ლო­ბა და წა­ვი­და თა­ვის ბიძაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად და შრო­მობ­და ფიზი­კუ­რად. უბ­რა­ლოდ, ნუ ამოს­ვრი­ან ჩემი პა­ტი­ო­სა­ნი შვი­ლის სა­ხელს ტა­ლახ­ში. მე ვა­მა­ყობ­დი მაგ სპორ­ტსმე­ნე­ბით, იმა­თი დედე­ბიც ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა.

წა­მო­მიდგენია, რა დღე­ში არი­ან, მაგ­რამ რა­ტომ მი­ვი­და 27 წლის ბავ­შვთან ამ­ხე­ლა კა­ცე­ბი ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბით?!” – ამბობს “ტვ პირ­ველ­თან” ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის დედა.

ამასთან, მოკლული,ნიკა კენჭოშვილის მამა ამბობს რომ თავისი ვაჟი წინანდალში სამუშაოდ იყო ჩასული და იგი არანაირ ბიზნეს წილს არ ფლობდა

“ჩემი შვი­ლი მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი და ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნი იყო. წი­ნან­დალ­ში ჩასუ­ლი იყო იმის­თვის, რომ ემუ­შა­ვა და ფინან­სუ­რად დახ­მა­რე­ბო­და ოჯახს. ფი­ზი­კუ რად შრო­მობ­და, რა ბიზ­ნეს წი­ლე­ბი? მე ზვია­და­უ­რით ვა­მა­ყობ­დი. ამ ადა­მი­ან­ზე არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ, მო­იქ­ცა ისე, როგორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, მაგ­რამ მას შე­ეძ­ლო, უფრო მეტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა თავიდან­ვე. იმ ოჯახს მინ­და, პირ­ველ რიგში, მივუ­სამ­ძიმ­რო, ვხდე­ბი, იქაც რა ხდე­ბა”, – აცხა­დებს “ტვ პირ­ველ­თან” გარ­დაც­ვლი­ლის მამა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში