აუდიტორია 115 ფერეიდნელების მხარდაჭერისთვის!

აუდიტორია 115

20 სექტემებერს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ, ქართული პროექტების მონაწილე 15 ფერეიდნელ ქართველს უარი უთხრა მოქალაქეობის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომისია საქართველოს მოქალაქეობას არაერთ უცხოელს ანიჭებს.

ფერეიდნელი ქართველები არიან ადამიანები, რომლებიც იძულებითი გადასახლების შემდეგ 400 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ ქართულ ენას და კულტურას, აქვთ ქართული გვარები. თანამედროვე საქართველოში უნდა არსებობდეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილი და დაინტერესებული ფერეიდნელი ქართველების რეპატრიაციის ხელშეწყობა, რომელიც საკუთარ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ. რეპატრიაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს იმ პირთა დაბრუნებას სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლება, რომელზეც ქართულ სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს.

ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ისტორიული სამართლიანობისთვის, რომლის აღდგენის საშუალება დღეს გვეძლევა.

სოლიდარობას ვუცხადებთ მოქალაქეობის მსურველ ფერეიდნელ ქართველებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს და მოქალაქეობის საკითხთა კომისიას გონივრული რეაგირებისკენ.

ეს არის იმ ფერეიდნელების სახელები, ვისაც მოქალაქეობის მიღებაზე უარი განეცხადა.

კარლო მიქელაძე
ლევან მიქელაძე
მარიამ მიქელაძე
მაკა მიქელაძე
ნიკოლოზ ონიკაშვილი
ლია გოგიჩაშვილი
ნათია იოსელიანი
მაია სეფიაშვილი
ნინო გულიაშვილი
გვანცა იოსელიანი
არსენ ლაჩინაშვილი
რატი გუგუნაშვილი
ნათია ასლანიშვილი
მიხო გურჩიანი
თორნიკე ფანიაშვილი