DHA: აეროპორტში მოხდა არა ორი, არამედ სამი აფეთქება

სააგენტო DHA-ს სპეციალური კორესპოდენტი, რომელიც აფეთქების დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ აეროპორტში მოხდა არა ორი, არამედ სამი აფეთქება.

ბოლო ინფორმაციით აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 60.

გავრცელებული ინფორმაციით ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კომენტარის დატოვება