როცა უბადრუკობა სულში გაქვს, გინდ “დასავლელი” იყავი და გინდ “რუსეთუმე”… რა იცვლება?

დემურ გიორხელიძე

-“რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების გამო რით დასრულდებოდა,
იმავე წუთიდან ჩანდა…

მაგრამ გონებასუსტ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ლამის ნატო-ს მასირებული შეტევის მოლოდინი იყო და როგორც ერთი ჩვენი ახლო დროის ნაცნობი იტყოდა, “რუსეთი ჩამოიშლებოდა”…

ამ პოლიტიკურმა გონებრივმა სისუსტემ მიიყვანა საქართველო იმ სავალალო მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა იმყოფება,
მაგრამ არაფერი იცვლება…

ქართველები მაგრები ერთმანეთის შეურაცხყოფაში აღმოჩნდნენ, რადგან მეორე ადამიანის შეურაცხყოფა საკუთარი უბადრუკობის შენიღბვის ნეო-ბოლშევიკური ხერხია, –
ძალზე საცოდავი და უუნარო ადამიანების ხერხი…
როცა უბადრუკობა სულში გაქვს, გინდ “დასავლელი” იყავი და გინდ “რუსეთუმე”… რა იცვლება?

თურქეთი კი ბოდიშს იხდის უმაღლეს დონეზე და მზადაა კომპენსაცია გაუკეთეოს რუსულ მხარეს…
აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება –
პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნის ინტერესების ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ!… თურქი პოლიტიკოსები ასე მოიქცნენ!”

კომენტარის დატოვება